მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუდენტთა საყურადღებოდ

სტუდენტთა საყურადღებოდ

14-10-2021 ძვირფასო სტუდენტებო,

პირველკურსელბი სრულად იღებენ ინფორმაციას https://studinfo.gtu.ge/ - დან, ასევე ყველა მაგისტრსა და დოქტორანტს 18 ოქტომბრამდე შევიყვანთ ბაზაში.

საჭიროების შემთხვევაში, ჯგუფის ნომრის ნახვა უნივერსიტეტთან გაფორმებულ თქვენს ხელშეკრულებაში შეგიძლიათ.

https://bit.ly/3j0trkN - ბმულზე იხილეთ ცხრილები და ინფორმაცია ონლაინ ლექციების შესახებ, რათა შეუფერხებლად შეძლოთ ლექციებზე დასწრება.

რაც შეეხება Elearning-ს, ცხრილში არსებული ყველა სასწავლო კურსი უკვე შექმნილია და თითოეულ საგანზე მითითებულია ლექტორის სახელი და გვარი. სასწავლო კურსებზე წვდომა ამ ეტაპზე მხოლოდ იმ სტუდენტებს აქვთ, რომლებიც აღინიშნენ უწყისებში. შესაბამისად, Elearning-ზე ვერ შედიან სტუდენტები, რომლებიც უწყისებში ჯერ არ აღრიცხულან. გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნულ სტუდენტებს ლექციებზე დასწრება ჩვეულებრივ, ცხრილის მიხედვით შეუძლიათ. ამ ეტაპზე ვერ დაინახავენ მხოლოდ სალექციო მასალებს.

20 ოქტომბრამდე თითოეულ თქვენგანს გექნებათ თავისუფალი წვდომა elearning-თან. სასწავლო პლატფორმაზე, ასევე დაიდება ფორმა, რომლის მეშვეობითაც, შეძლებთ პორტალთან დაკავშირებული პრობლემების დაფიქსირებას.

უნივერსიტეტის ელ-ფოსტის პაროლის აღდგენის გზები და ინტრუქცია:
თუ მითითებული გაქვთ საკონტაქტო ტელეფონი ან ალტერანტიული ელ-ფოსტა, Gmail-ის საშუალებით შეგიძლიათ ერთჯერადი პაროლი მოითხოვოთ.
სხვა შემთხვევაში მოგვწერეთ recover@gtu.ge - ზე შემდეგი ინფორმაცია: სახელი/გვარი , პირადი ნომერი, უნივერსიტეტის ელ-ფოსტის მისამართი.

ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. პრობლემები ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეიქმნა!


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11