მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

11-10-2021 კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (კოშალინი, პოლონეთი) (Politechnika Koszalinska / Koszalin University of Technology - KUT) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.2021.

შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 20 ნოემბრამდე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2021 წლის 25 ნოემბრამდე.


კოჩალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით მეტი პრაქტიკული და სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ-აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, გაზაფხულის სემესტრში, კოორდინატორის მითითებით, კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში 2022 წლის ივნისში დაგეგმილ საერთაშორისო ვორქშოპის კვირეულის პერიოდში (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 3 აკადემიური პერსონალის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში და პრიორიტეტი მიენიჭება საინჟინრო მიმართულებებს).

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11