მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წელი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წელი

11-10-2021 შჩეცინის დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (West Pomeranian University of Technology - WPUT) (შჩეცინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლისათვის.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადამ გადაიწია 2021 წლის 15 ნოემბრამდე.
ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 20 ნოემბრამდე.
გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2021 წლის 25 ნოემბრამდე.

შჩეცინის დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ERASMUS+ გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ -აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია. დაინტერესებულმა კანდიდატმა სამუშაო გეგმა წინასწარ უნდა შეუთანხმოს მიმღები უნივერსიტეტის-შესაბამის ფაკულტეტს და მობილობის ხელშეკრულება შეთანხმებული სახით წარმოადგინოს, სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაციასთან ერთად.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება შჩეცინის დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტთან შეთანხმების მიხედვით, გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან შჩეეცინის დასავლეთ პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ელექტროინჟინერიის ფაკულტეტზე. უპირატესობა მიენიჭება ელექტრონიკის, ელექტროინჟინერიის, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ავტომატიკისა და, ასევე, შესაბამის ინტერდისციპლინარულ მიმართულებებს).

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11