მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის "მოსწავლეთა საინჟინრო აკადემია" იწყებს მოსწავლეთა მიღებას

სტუ-ის "მოსწავლეთა საინჟინრო აკადემია" იწყებს მოსწავლეთა მიღებას

11-10-2021

"ვიფიქროთ ერთად და ერთად მოვძებნოთ პრობლემის გადაჭრის გზები"

25 ოქტომბერს მთავრდება მიღება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის `მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიაში“ (მსა).

მიჩნეულია, რომ თანამედროვე სწავლის სისტემა მოსწავლეებს აიძულებს სტიმულირებისა და შეფასებისაკენ, რომელსაც ის ელოდება და იღებს გარედან, სოციუმიდან.  ილტვის მიიღოს ჯილდოები, წახალისებები გარედან და იგნორირება გაუკეთოს თავის შინაგან ხმას. შედეგად მოსწავლე უძლურია  იცხოვროს შემოქმედებითად.

ჩვენი უმთავრესი მიზანია, სკოლის მოსწავლეს დავეხმაროთ, იპოვოს გზა ცოდნისკენ, შემოქმედებისკენ, სიმშვიდისკენ. ვასწავლოთ, თუ როგორ უნდა ჩასწვდეს პრობლემის, იდეის არსს, რათა შემდგომ თავად მოძებნოს გზები და საშუალებები ჯერ კიდევ გადაუჭრელი საკითხების  დასაძლევად.

ახალგაზრდებს ვასწავლით გუნდური მუშაობის ფორმებსა და მეთოდებს, რომლებიც აუცილებელია ინოვაციური, კრეატიული, მეცნიერული,  ბიზნესაქტივობების მხარდასაჭერად.

აკადემიის მსმენელებს უტარდებათ ლექცია-სემინარები  თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევებისა და ჯერ კიდევ გადაუჭრელი საკითხების, საინტერესო პროცესებისა და მოვლენების შესახებ. თეორიული მასალა და საკვანძო საკითხები შუქდება ვიდეოგაკვეთილების საშუალებით.

მიმდინარე სასწავლო წელს მსა-ში იმუშავებს შემდეგი მიმართულებები:

·მათემატიკა: სახალისო, სანიმუშო ამოცანები, მაგალითები; ჯერ კიდევ გადაუჭრელი მათემატიკური პრობლემები; სასკოლო პროგრამა (დახმარებება სასკოლო დავალებების შესრულებაში);



·ლექციები უახლეს სამეცნიერო მიღწევებზე, ჯერ კიდევ გადაუჭრელ სამეცნიერო პრობლემებზე;


მიმდინარე სასწავლო წელს სწავლება მიმდინარეობს ონლაინრეჟიმში, ZOOM-ის ბაზაზე. აქედან გამომდინარე, საინჟინრო აკადემიის მსმენელი შეიძლება გახდეს მოსწავლე საქართველოს და საზღვარგარეთის ნებისმიერი  ქვეყნიდან, მეექვსე კლასიდან.

მსა-ში ჩარიცხვა ხორციელდება გასაუბრების შემდეგ

სწავლება უფასოა

ფასიანია სწავლება შემდეგ დისციპლინებში: ვებპროგრამირება; ვებდიზაინი; პროგრამირება c++, c#. ჩვენი მიდგომა ამ მიმართულებებით ეყრდნობა საერთაშორისო გამოცდილებას (ამერიკის, საფრანგეთის, იაპონიის და სხვა წამყვანი ქვეყნების გამოცდილებებს, მეცნიერულ კვლევებს).

პროგრამირების მიმართულებით სწავლება ინდივიდუალურია და იგეგმება მოსწავლეებთან და მშობლებთან გასაუბრების შემდეგ. სწავლის საფასური განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე).

თავდაპირველად, სწავლის მსურველმა უნდა გამოაგზავნოს შეტყობინება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ertadmsa.gtu@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

მობ: 595 19 62 73.

ელ-ფოსტა: ertadmsa.gtu@gmail.com


მისამართი: ქ.თბილისი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, კოსტავას 77. VI სასწავლო კორპუსი, V სართული, ოთახი 510 ცენტრი "ერთად".


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11