მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საორიენტაციო შეხვედრა პირველკურსელებთან

საორიენტაციო შეხვედრა პირველკურსელებთან

07-10-2021


ძვირფასო პირველკურსელებო ,

პარასკევს, 8 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით შეგხვდებიან და მოგაწვდიან დეტალურ ინფორმაციას ჰიბრიდული სწავლებისა და სასწავლო პროცესების მიმდინარეობის შესახებ.

შეხვედრაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან მონაწილეობას მიიღებენ:

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ბატონი დავით მახვილაძე, სწავლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქალბატონი თამარ წერეთელი, სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბატონი დავით ოქიტაშვილი, საგამოცდო და ელექტრონული სასწავლო რესურსების ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ჟვანია, საერთაშორისო ურთიერთობისა და სტანდარტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბატონი დევი ხვედელიანი და უნივერსიტეტის თვითმართველობის წარმომადგენლები.

შეხვედრები ფაკულტეტების მიხედვით შემდეგნაირად განაწილდება -


12:00 საათზე შეხვედრა შედგება შემდეგ ფაკულტეტებთან:

● სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი

● ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი

● ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი

● საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

● არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი

● დიზაინის საერთაშორისო სკოლა

 

შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერს მსურველს, მოცემული ლინკის გამოყენებით შეგიძლიათ :
Zoom ID: 369 929 9919
Password: gtu2020
Link: https://us06web.zoom.us/j/3699299919?pwd=YldFRTJOb3NSLzByc2QwbDJHTzV3QT09


14:00 საათზე შეხვედრა შედგება შემდეგ ფაკულტეტებთან:

● სამშენებლო ფაკულტეტი

● სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი

● ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი

● სატრანსფორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი

● ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი

● აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი

 

შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერს მსურველს, მოცემული ლინკის გამოყენებით შეგიძლიათ : 

Zoom ID: 369 929 9919
Password: gtu2020
Link: https://us06web.zoom.us/j/3699299919?pwd=YldFRTJOb3NSLzByc2QwbDJHTzV3QT09


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11