მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

პრესრელიზი

პრესრელიზი

12-07-2007

პრესრელიზი ამა წლის 15 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური კავშირი და სტუდენტური თვითმმართველობა ახორციელებს პროგრამას “აღდგენითი სამუშაოები 2007”.

ღონისძიებაში მონაწილე 11 რაზმი (110 სტუდენტი), 10 დღის განმავლობაში მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა ეპარქიებში, ეკლესია_მონასტრების აღდგენით სამუშაოებზე.

რაზმები მიემგზავრებიან შემდეგი მიმართულებებით: მანგლისში (ორი რაზმი), ვარძიაში (ერთი რაზმი), ადიგენში (ერთი რაზმი), დმანისში (ერთი რაზმი), ცაგერში (ერთი რაზმი), აბასთუმანში (ერთი რაზმი), ნეკრესში (ერთი რაზმი), დარიალში (ორი რაზმი).

ღონისძიება “აღდგენითი სამუშაოები 2007” ხორციელდება სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით. 15 ივლისს სამების საკათედრო ტაძარში წირვა ლოცვის შემდეგ, კი უწმინდესი დალოცავს სტუდენტებს.

P.S. თბილისიდან რაზმების გამგზავრების დრო 12:30

მის: ელიას მთა, სამების საკათედრო ტაძარი.
საკონტაქტო ტელ: 899 35 00 06 თემური დუნდუა
893 26 13 73 პაატა მალაზონია


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11