მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით, რიგით მე-6 საერთაშორისო კონფერენცია „ნანოტექნოლოგია“ იმართება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით, რიგით მე-6 საერთაშორისო კონფერენცია „ნანოტექნოლოგია“ იმართება

04-10-2021

4 ოქტომბერს, ვირტუალურად, საკონფერენციო სისტემა Zoom-ის საშუალებით, რიგით მე-6 საერთაშორისო კონფერენცია „ნანოტექნოლოგია 2021“ გაიხსნა, რომელიც საქართველოში 2010 წლიდან მოყოლებული, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.

აღნიშნული კონფერენცია 2012 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით იმართება. წელს „ნანოტექნოლოგია 2021“ სტუ-ის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, ალექსი გერასიმოვის (1936 – 2019) ხსოვნას ეძღვნება.

მე-6 საერთაშორისო კონფერენციაზე „ნანოტექნოლოგია“ წარმოდგენილი და გაანალიზებული იქნება უახლესი მიღწევები არამხოლოდ საკუთრივ ნანოტექნოლოგიაში, არამედ – ზოგადად ნანომეცნიერების პრაქტიკულად ყველა დარგში, როგორიცაა ნანოფიზიკა, ნანოქიმია, ნანობიოლოგია, ნანომასალათმცოდნეობა, ნანოელექტრონიკა, ნანომედიცინა, ნანოეკოლოგია, ნანოუსაფრთხოება, ნანოგანათლება და ა.შ. ასევე დაისახება მომავალი ნანოკვლევების ძირითადი მიმართულებები და ეს დისკუსია ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებს შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას.

წელს კონფერენციის ეროვნული საორგანიზაციო კომიტეტის მიერ დაახლოებით 105 მოხსენების აბსტრაქტი იქნა მიღებული. ავტორებს შორის არიან როგორც დარგის ცნობილი პროფესიონალები, ისე – პერსპექტიული ახალგაზრდა სპეციალისტები და დოქტორანტები. ისინი წარმოადგენენ 20 ქვეყნის (აზერბაიჯანი, ამერიკის შეერთებული შტატები, ბელარუსი, გერმანია, ერაყი, ესპანეთი, თურქეთი, იაპონია, ინდოეთი, მექსიკა, პოლონეთი, რუსეთი, საქართველო, სერბეთი, სომხეთი, უკრაინა, უნგრეთი, ყაზახეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა და ჩინეთი) რიგ წამყვან უნივერსიტეტებს, ინსტიტუტებსა და კვლევით ცენტრებს. რაც შეეხება მოხსენებებს, ვირტუალური სესიების პროგრამაში 65 მოწვეული, ზეპირი და პოსტერული მოხსენებაა ჩართული.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11