მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

მასწავლებელთა საერთაშორისო დღე

მასწავლებელთა საერთაშორისო დღე

05-10-2021



დღეს 5 ოქტომბერია და მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ამ საოცრად ძვირფას ადამიანებს, ულოცავს პროფესიულ დღეს! გისურვებთ, თქვენი უმნიშვნელოვანესი ფუნქციის ღირსეულად შესრულებასა და წარმატებული თაობების აღზრდას.

მასწავლებლების ღვაწლი ქვეყნის განვითარებისა და ჯანსაღი საზოგადოების აღზრდის საქმეში, ფასდაუდებელია. თითოეულმა თქვენგანმა უნდა იამაყოს, რომ ამ პროფესიის წარმომადგენელია, რადგან თქვენ მომავალ თაობას აძლევთ ცხოვრებაში ყველაზე ღირებულს-განათლებას. ასწავლით სწავლის სიყვარულს, რის გარეშეც არაფერი მიიღწევა.

საქართველოს ტექნიკური უნივესიტეტი ყველა მასწავლებელს მადლობას უხდის გაწეული შრომისა და თითოეული წარმატებული ადამიანის აღზრდისათვის.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11