3 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, „ლიეტუვას ენისა და კულტურის“ ცენტრს ლიეტუვის ელჩი, ბატონი ანდრიუს კალინდრა საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ესტუმრა. ელჩს სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დევი ხვედელიანმა, ინფორმატიკის ფაკულტეტის დეკანმა, თამარ ლომინაძემ, რექტორის ოფისის ადმინისტრაციის ხელმძღანელმა, დავით კუჭაიძემ და სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დავით ოქიტაშვილმა უმასპინძლეს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ბატონ ანდრიუს კალინდრას ცენტრის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარეს და ლიეტურ ენაზე მოსაუბრე, ქართველ სტუდენტებს შეახვედრეს. ელჩი მოხარული დარჩა მათი გაცნობით და აღნიშნა, რომ ლიეტუვური ენის ცოდნა გააფართოვებს ლიატუვაში მათი სწავლისა და დასაქმების შესაძლებლობებს.
ელჩის ვიზიტისას, მხარეებმა ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს და გამოთქვეს მზაობა, სამომავლოდ ერთობლიცი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნისა და დანერგვის შესახებ. ბატონი ანდრიუს კალინდრას თქმით, ცენტრის საქმიანობა გამოხატულ დინამიკაში არის მზარდი და პოზიტიური, რაც დადებითად აისახება ურთიერთთანამშრომლობის შემდეგ ეტაპზე.