„სწავლა და კვლევა გერმანიაში“
DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები 2022/2023
13 ოქტომბერს 15:00 საათზე, DAAD – ის თბილისის რეგიონული ოფისის წარმომადგენლები, სტუ-ის ბაკალავრიატისა და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის, ონლაინ საინფორმაციო შეხვედრას გამართავენ.
შეხვედრაზე 2022-2023 წლისათვის სასტიპენდიო პროგრამები, ასევე გერმანიაში სწავლისა და კვლევების ჩატარების შესაძლებლობები იქნება განხილული, რის შემდგომაც ყველა მსურველს გექნებათ საშუალება, დასვათ კითხვები.