მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ნეკროლოგი

ნეკროლოგი

02-10-2021

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დაკარგა გამორჩეულად კარგი ადამიანი და პროფესიონალი, ახალგაზრდა ასოცირებული პროფესორი, ეკატერინე ჩიკაშუა, რომელიც 47 წლის ასაკში, ჯანმრთელობის მძიმე პრობლემით გარდაიცვალა. მას ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე, ვებ-ტექნოლოგიების მიმართულება მიჰყავდა. ასევე ებარა საუნივერსიტეტო ქსელი და იყო ვებ-გვერდის ადმინისტრატორი.

ეკატერინე იყო პასუხისმგებლიანი, უაღრესად კომპეტენტური და კრეატიული ადამიანი. არ არსებობდა გამოწვევა თუ პრობლემა, რასაც ის თავს საუკეთესოდ ვერ გაართმევდა. ის თავდაუზოგავად იყო ჩართული, სამივე საფეხურის პროგრამების დაგეგმვასა და რეალიზაციაში.

ეკატერინეს შემუშავებულია აი-ტი ტექნოლოგიებში პროფესიული სტანდარტები. ის იყო ბათუმის პროფესიულ კოლეჯ „ბლექსში“ცისკოს აკადემიისა და ამიერკავკასიაში პირველი ტესტირებისა და სერტიფიცირების ავტორიზებული ცენტრის ECDL-ის დამფუძნებელი.

ჩვენი გუნდისთვის და ზოგადად დარგისთვის, ეკატერინესნაირი პროფესიონალიებისა და ადამიანების დაკარგვა, ძალიან დიდი ტრაგედიაა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მადლობას უხდის მას ყველაფერ იმისთვის, რაც კი უნივერსიტეტისთვის გაუკეთებია. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს. მშვიდობით, ჩვენო მეგობარო!



სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11