მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქპატენტი უფასო კურსები

საქპატენტი უფასო კურსები

02-10-2021

სტუდენტთა საყურადღებოდ!

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“, საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, სრულიად უსასყიდლოდ გაიარონ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) აკადემიის მიერ შემუშავებული „ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი“ (DL-101GE), რომელიც „საქპატენტის“ მიერ ქართულ ენაზე ითარგმნა და შესაბამისობაშია მოყვანილი ქართულ კანონმდებლობასთან.

კურსი მოიცავს 12 მოდულს და გრძლდება 6 კვირა. ამ პერიოდში სტუდენტები მიიღებენ ცოდნას ინტელექტუალური საკუთრების ძირითად მიმართულებებში: საავტორო უფლებები, სასაქონლო ნიშნები, გეოგრაფიული აღნიშვნები, დიზაინი, პატენტები და ახალი ჯიშები, ინტელექტუალური საკუთრება და განვითარება, არაკეთილსინდისიერი კონკურენცია, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებები და სხვა.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტებს გადაეცემათ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) სერტიფიკატები, რომელთა საფუძველზეც მათ მიეცემათ შესაძლებლობა, გაიარონ WIPO-ს აკადემიის სხვა მაღალი საფეხურის კურსები ინტელექტუალური საკუთრების ცალკეულ დარგებში.

კურსის გავლა ნებისმიერ დაინტერ სტუდენტს საიტზე-https://www.sakpatenti.gov.ge/ka/page/181/ რეგიტრაციით შეუძლია. რეგისტაციის ბოლო ვადაა 2021 წლის 14 ოქტომბერია.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11