14 ოქტომბერს, თბილისის დროით 17:00-21:00 სთ-ზე DAAD - გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ორგანიზებით გაიმართება ვირტუალური გამოფენა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობა მოგეცემათ, გაიგოთ მეტი გამოყენებითი მეცნიერებების მიმართულებით გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებში კვლევის განხორციელების შესაძლებლობების შესახებ.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციის გასავლელად ეწვიეთ ბმულს.