მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ქვიშის ფრენბურთში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გოგონათა გუნდმა ეროვნული ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

ქვიშის ფრენბურთში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გოგონათა გუნდმა ეროვნული ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

28-09-2021


ქვიშის ფრენბურთში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტეტის გოგონათა გუნდმა, მიმდინარე წლის საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე გამარჯვება მოიპოვა. გოგონებმა ფინალში საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხეს. საქართველოს ფრენბურთის ეროვნულმა ფედერაციამ გამარჯვევულებს ფულადი ჯილდო, 1500 ლარი გადასცა.

 

გუნდს ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ულოცავენ. რამდენიმე დღის წინ უნივერსიტი მსგავსი გამარჯვებით, ქვიშის ფრენბურთში სტუ-ის ვაჟთა გუნდმაც გაახარა, რომელმაც ასევე საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

 

„ ეროვნული ჩემპიონატის ფარგლებში, ეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა მეორე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. ვულოცავ ჩვენი უნივერსიტეტის გოგონათა გუნდს, მათ ღირსეულად და დამსახურებულად მოიპოვეს ჩემპიონის ტიტული! ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის ფლობა, ნებისმიერი უნივერსიტეტისათვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს საუნივერსიტეტო სპორტის განვითარებას, სპორტული ტრადიციების აღორძინებასა და ახალგაზრდა თაობებში სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაციას. ასევე ძალისხმევას არ დავიშურებთ, იმ სტუდენტების წახალისებისათვის, რომლებიც წარმატებული სპორტსმენები არიან. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.“ - განაცხადა რექტორმა

 

ქვიშის ფრენბურთში საქართველოს 2021 წლის ეროვნული ჩემპიონატი, ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11