მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ლუბლიანას უნივერსიტეტი - ონლაინ სადოქტორო საზამთრო სკოლა 2022

ლუბლიანას უნივერსიტეტი - ონლაინ სადოქტორო საზამთრო სკოლა 2022

27-09-2021




ლუბლიანას უნივერსიტეტის (სლოვენია) ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლა აცხადებს ონლაინ სადოქტორო საზამთრო სკოლას, რომელიც ჩატარდება 2022 წლის 14-18 თებერვალს.

ონლაინ სასწავლო კურსებში მონაწილეობა შეუძლიათ დოქტორანტებს, პოსტ-დოქტორებს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებსა და პროფესიონალებს.

საზამთრო სკოლის ონლაინკურსებს მსოფლიოში აღიარებული პროფესორები უხელმძღვანელებენ.

ერთი კურსის (თითოეული კურსი - 4 ECTS) ღირებულებაა 600 ევრო.

ონლაინკურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს.

საჭიროების შემთხვევაში, დოქტორანტები, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ სასწავლო კურსს, მიიღებენ ნიშნების ფურცელს.

სააპლიკაციო განაცხადებსი წარდგენის ბოლო ვადა: 17.01.2022.

საზამთრო სკოლასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე.

საკონტაქტო პირი:
Blanka Kante, International Relations Office
E-mail: ljubljana.doctoral@ef.uni-lj.si



სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11