მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული სტიპენდიების პროგრამა - 2021/22 სასწავლო წლის საზაფხული სემესტრი

სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული სტიპენდიების პროგრამა - 2021/22 სასწავლო წლის საზაფხული სემესტრი

27-09-2021

სლოვაკეთის რეპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კვლევებისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს კონკურსს სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნულ სასტიპენდიო პროგრამაზე, 2021-2022 სასწავლო წლის ზაფხულის სემესტრისათვის, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო სტუდენტების, დოქტორანტების, უნივერსიტეტის მასწავლებლების, მკვლევრებისა და მხატვრების მობილობას სლოვაკეთის უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო ორგანიზაციებში.

სლოვაკეთის ეროვნული სტიპენდიის პროგრამა (NSP) ფინანსდება სლოვაკეთის რეპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კვლევებისა და სპორტის სამინისტროს მიერ.

ყოველთვიური სტიპენდია:
  • ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის – 400 ევრო;
  • PhD სტუდენტებს – 734 ევრო;
ლექტორებს, მკვლევრებსა და ხელოვანებისთვის:
  • დოქტორის ხარისხის გარეშე, 4 წელზე ნაკლები სამუშაო გამოცდილებით – 734 ევრო;
  • დოქტორის ხარისხის გარეშე, 10 წელზე ნაკლები სამუშაო გამოცდილებით – 980 ევრო;
  • დოქტორის ხარისხის გარეშე, 10 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილებით – 1050 ევრო.
ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ სამგზავრო ხარჯების დაფინანსების (500 ევრო) მოსაპოვებლად.

სააპლიკაციო განაცხადის წარდგენა:

ონლაინაპლიკაციის სისტემა იხსნება საბუთების გაგზავნის ბოლო ვადამდე არანაკლებ 6 კვირით ადრე.

სააპლიკაციო განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 31 ოქტომბერი.

დამატებითი ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით იცილეთ აქ.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11