მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!

26-08-2021



გთავაზობთ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2021/2022 სასწავლო წელს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაციის ვადების, თანდართული დოკუმენტაციის წარდგენისა და საგამოცდო განრიგის შესახებ.

  • სტუ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება 2021 წლის 3-დან 9 სექტემბრის  ჩათვლით, ელექტრონულ პლატფორმაზე - register.gtu.ge
  • სტუ სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან ნებისმიერ სამ ნაწილში მიღებული აქვს აღნიშნული ტესტების მინიმალური გამსვლელი ქულები:

                     1. წაკითხულის გააზრება  - 6,4 ქულა;

                     2. ანალიტიკური წერა - 6,0 ქულა;

                     3. ლოგიკური მსჯელობა - 5,2 ქულა;

                     4.  რაოდენობრივი მსჯელობა - 4,8 ქულა.

  • აპლიკანტმა უნდა ჩააბაროს სასპეცილიზაციო გამოცდა და ასევე, გარკვეულ სამაგისტრო პროგრამებზე გამოცდა ან გასაუბრება უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ უცხოურ ენაში (იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტმა ვერ წარადგინა უცხოური ენის ცოდნის B2 დონის დამადასტურებელი დოკუმენტი);
  • საგამოცდო ფურცელს (ინფორმაციას გამოცდის ჩატარების თარიღისა და ადგილის შესახებ) აპლიკანტები მიიღებენ ფაკულტეტებიდან, განაცხადებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე;
  • სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მოსაპოვებლად, მაგისტრანტობის კანდიდატმა სტუ-ის მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
  • გამოცდისათვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (გამსვლელი ქულა) ყველა სამაგისტრო პროგრამაზე არის 32 ქულა (შესაძლო მაქსიმალური 100 ქულიდან);
  • უცხო ენის გამოცდების პირველადი შედეგები გამოცხადდება 2021 წლის 12 სექტემბერს და განთავსდება  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე; საპრეტენზიო განცხადებების მიღება შესაძლებელი იქნება 13 სექტემბრის 14:00-საათამდე.
  • უცხო ენის გამოცდების საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2021 წლის 13 სექტემბერს და განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
  • სასპეციალიზაციო გამოცდები სამაგისტრო პროგრამებზე ფაკულტეტების მიხედვით ჩატარდეს: 2021 წლის 15 და 16 სექტემბერს სტუ-ის I კორპუსში, საგამოცდო და ელექტრონული სასწავლო რესურსების ცენტრში (დარბაზი1; დარბაზი 2),კოსტავას ქ.N68 (იხ. ქვემოთ გამოცდების განრიგი);
  • საპრეტენზიო განცხადებების მიღება მოხდეს გამოცდის ჩატარების ადგილზე 2021 წლის 17 სექტემბრიდან 1200 საათიდან 18 სექტემბრის 1300 საათამდე, მათი განხილვა 18 სექტემბერს 1700საათამდე;
  • სასპეციალიზაციო გამოცდების საბოლოო შედეგები (აპელაციის შემდეგ) გამოცხადდეს ამა წლის20 სექტემბერს და განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.“;
  • ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე იმ აპლიკანტთათვის, ვინც შემოიტანა განაცხადი სტუ-ის სამაგისტრო პროგრამებზე  მაგრამ,  სტუ-ის მიერ განსაზღვრულ გამოცდა/გამოცდების პერიოდში დაუდასტურდათ კოვიდინფექცია და ვერ მიიღეს კონკურსში მონაწილეობა, დამატებით დაინიშნოს სასპეციალიზაციო გამოცდები და სამაგისტრო პროგრამებზე დაშვების წინაპირობების შესაბამისად  გამოცდა ან გასაუბრება უცხო ენაში - 27 სექტემბერს“.

მაგისტრატურაში ჩარიცხვისათვის საჭირო დოკუმენტები:


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11