მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა მალტის უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა მალტის უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

24-09-2021

მალტის უნივერსიტეტი (University of Malta - UM) (მსიდა, მალტა) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.2021.

შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 20 ნოემბრამდე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2021 წლის 25 ნოემბრამდე.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური პერსონალის მობილობა განხორციელდება მალტის უნივერსიტეტში ნომინირებისა და მიმღები უნივერსიტეტიდან დასტურის მიღების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტთან შეთანხმების მიხედვით, საგაზაფხულო სემესტრის განმავლობაში (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მალტის უნივერსიტეტში. პრიორიტეტული მიმართულებაა არქიტექტურა. მიმღები უნივერსიტეტის კოორდინატორის მოთხოვნით, მობილობის მონაწილე უნდა იყოს გათვითცნობიერებული არქიტექტურის პოეტიკის კუთხით და ლექციები წაიკითხოს სწორედ ამ მიმართულებით. ამასთან ერთად, მალტის უნივერსიტეტის პროფესორთან თანაავტორობით მოეთხოვება არანაკლებ ერთი სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნება არქიტექტურის პოეტიკის, სემიოტიკისა ან სემანტიკის სფეროში).

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11