24-09-2021
ჩეხეთის რესპუბლიკის ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტი (University of Hradec Králové - UHK) სტუ-ს სტუდენტებისთვის აცხადებს უფასო კურსებზე მობილობას, 2021/2022 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრისათვის.
მობილობა არ ითვალისწინებს სტიპენდიის გაცემას, თუმცა სასწავლო პროგრამა უფასოა და კოორდინატორი უნივერსიტეტის მიერ სტუ-სთვის გათვალისწინებულია კვოტა 4 სტუდენტის ოდენობით.
სემესტრი დაიწყება 2022 წლის 7 თებერვალს და დასრულდება ივლისში.
სასწავლო კურსების თემატიკა მოიცავს ისეთ სამეცნიერო მიმართულებებს, როგორიცაა:
• არქეოლოგია
• საარქივო მეცნიერება
• ისტორია
• პოლიტიკური მეცნიერებები
• სოციოლოგია
• სოციალური მუშაობა
ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტის სასწავლო კურსების ნახვა შესაძლებელია
აქ.
სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში
სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 27 სექტემბერი, 2021 წელი.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა სააპლიკაციო განაცხადების ელექტრონული ვერსიები, ასევე, უნდა გაგზავნონ ელ.ფოსტაზე:
erasmusplus@gtu.ge
საკონტაქტო პირი:
ტომაშ ჰერჩიკი (Tomáš Herčík)
კოორდინატორი საერთაშორისო ოფისი
ელ.ფოსტა:
tomas.hercik@uhk.cz
სიახლეებში დაბრუნება