მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ზალცბურგის უნივერსიტეტის ერნსტ მაჩის საგრანტო პროგრამა გაცვლითი სტუდენტებისთვის - 2022-23 სასწავლო წელი

ზალცბურგის უნივერსიტეტის ერნსტ მაჩის საგრანტო პროგრამა გაცვლითი სტუდენტებისთვის - 2022-23 სასწავლო წელი

24-09-2021

ზალცბურგის უნივერსიტეტი
(ზალცბურგი, ავსტრია) აცხადებს ერნსტ მაჩის საგრანტო პროგრამას გაცვლითი სტუდენტებისთვის (Ernst Mach grant for exchange students to FH SALZBURG), 2022-23 სასწავლო წლისათვის.

ავსტრიის მეცნიერებისა და კვლევის სამინისტროს გრანტები განკუთვნილია არაევროპული ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ მობილობა 2022 წლის შემოდგომაზე და 2023 წლის გაზაფხულზე.

კონკურსი წელიწადში ერთხელ ცხადდება.

ყოველთვიური სტიპენდიაა 1050 ევრო.

მობილობის ხანგრძლივობა 3-იდან 10 თვემდეა. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ პორტალზე.

საგრანტო პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ, და, ასევე, აქ.

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 17 იანვარი.

შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 21 იანვრამდე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 25 იანვრამდე.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა, სააპლიკაციო განაცხადების ელექტრონული ვერსიები, ასევე, უნდა გადააგზვნონ ელ.ფოსტაზე: erasmusplus@gtu.ge.

საკონტაქტო ინფორმაცია:
Tina Gsenger
Assistant/International Office
Fachhochschule Salzburg GmbH
Salzburg University of Applied Sciences
T +43 50 2211-1037
tina.gsenger@fh-salzburg.ac.at

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11