მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

მოხსენება

მოხსენება

24-09-2021

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ქართლოს ყაჭიაშვილმა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომაზე გააკეთა მოხსენება თემაზე: „სტატისტიკური ჰიპოთეზების შემოწმების პირობითი ბაიესის მეთოდი: ჰიპოთეზების შემოწმების ახალი ფილოსოფია პარალელურ და მიმდევრობით ექსპერიმენტებში“.

მოხსენებაში პროფესორმა განიხილა სტატისტიკური ჰიპოთეზების შემოწმების ახალი მიდგომა, პირობითი ბაიესის თოდი, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან სიახლეს სტატისტიკური ჰიპოთეზების შემოწმებისა და შემთხვევითი სიდიდეების განაწილების კანონების პარამეტრების შეფასების თეორიასა და გამოყენებებში. ბატონი ქართლოსის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, ეს არის არსებული მეთოდოლოგიების განზოგადება, აერთიანებს აქამდე არსებული მიდგომების ყველა დადებით მხარეს და იძლევა უნიკალურ შედეგებს, მიღებული გადაწყვეტილებების ოპტიმალურობის თვალსაზრისით, დაკვირვებათა მინიმალური რაოდენობის პირობებში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი სამეცნიერო პოტინეციალით და ბატონი ქართლოს ყაჭიაშვილის დღევანდელი მოხსენებაც ამის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა მკვლევარებს - მაგისტრანტებს და დოქტორანტებს - აქვთ უნიკალური შესაძლებლობა ისწავლონ ასეთი დონის მეცნიერებისგან, მათი ხელმძღვანელობით, მტკიცე საფუძველი ჩაუყარონ მომავალ სამეცნიერო და პროფესიულ საქმიანობას.” - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა დავით გურგენიძემ.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ დეტალურად განმარტა მოხსენებაში განხილული საკითხების მნიშვნელობა და აქტუალობა არა მხოლოდ სამეცნიერო, არამედ პრაქტიკული დანერგვის და შესაბამისი ეკონომიკური ეფექტის თვალსაზრისით.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11