მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სასტიპენდიო პროგრამა

სასტიპენდიო პროგრამა

23-09-2008
ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტი
ენერგეტიკის სექტორის სასტიპენდიო პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებში
 
USAID-ის მიერ დაფინანსებული  ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გაუმჯობესების TECI პროექტი  ახორციელებს კონკურსს სასტიპენდიო პროგრამის სახით საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მუშაობით დაინტერესებულ ან უკვე მომუშავე პირთათვის.
 
სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილების მიღება შეუძლიათ:
 
  • უმაღლეს კურსდამთავრებულებს ან იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ დამამთავრებელ კურსზე;
  • პირებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორის სამთავრობო დაწესებულებებში, კერძო ან სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ ენერგეტიკულ კომპანიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში
 
სტიპენდიანტები შეირჩევიან ღია კონკურსის შედეგად. სტიპენდიანტების შერჩევის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს ინგლისური ენის კარგი ცოდნა.
 
სტიპენდია ითვალისწინებს:·       
  • დახმარებას J-1 ვიზის მოპოვებაში;
  • საჭირო ტესტის (TOEFL, GRE) ჩაბარების ხარჯის დაფარვას (საჭიროების შემთხვევაში);
  • მგზავრობის ღირებულების დაფარვას;
  • სწავლის გადასახადისა და დამატებითი გადასახების დაფარვას ერთი სასწავლო წლისათვის;
  • უბედური შემთხვევებისა და ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • თვიურ სტიპენდიას;
  • სახელმძღვანელოების შესყიდვის ხარჯების დაფარვას შეზღუდული რაოდენობით;
  • საორიენტაციო პროგრამას;
  • ტრეინინგს ინგლისურ ენაში (საჭიროების შემთხვევაში).
 
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ TECI-ს ვებსაიტს (http://www.aeai.ge/) ან დაგვიკავშირდით:
 
სოფიო ბარეტი, სასტიპენდიო პროგრამის მენეჯერი
ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტი
 ფალიაშვილის ქუჩა N41, თბილისი, საქართველო, 0179
ტელ: (995 32) 22 31 78, (995 32) 22 19 14
ფაქსი: (995 32) 91 38 92
E-mail: sbarrett@aeai.ge
 
პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11