მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ბეირას ინტერიერის უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ბეირას ინტერიერის უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი

23-09-2021

ბეირას ინტერიერის უნივერსიტეტი (University of Beira Interior - UBI) (კოვილა, პორტუგალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2021-2022 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 15.11.2021.

შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 20 ნოემბრამდე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2021 წლის 25 ნოემბრამდე.

ბეირას ინტერიერის უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა განხორციელდება ბეირას ინტერიერის უნივერსიტეტში ნომინირებისა და მიმღები უნივერსიტეტიდან დასტურის მიღების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრების განმავლობაში (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2 აკადემიური და 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ბეირას ინტერიერის  უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია არქიტექტურა და ქალაქგეგმარება, ინფორმატიკა და კომპიუტერული ტექნოლოგიები, ეკონომიკა).

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11