საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამებს, რომლის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით
თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ, 2021 წლის 17 სექტემბრის №81/ნ ბრძანებას, ,,2021-2022 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" და №82/ნ ბრძანებას, ,,2021-2022 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის მოქალაქებზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ."