მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საერთაშორისო კონკურსი EUCYS 2021

საერთაშორისო კონკურსი EUCYS 2021

21-09-2021



საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის მოსწავლეთა გუნდი საერთაშორისო კონკურსის, EUCYS 2021 ფინალში მოხვდა და მათ პროექტს მალე წარმოებაში ჩაუშვებენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის მოსწავლეთა გუნდი ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონკურსის, The European Union Contest for Young Scientists (EUCYS) 2021-ის ფინალში მოხვდა, რომელშიც 34  ქვეყნიდან 158 კონკურსანტი (14 წლიდან-20 წლამდე) იღებდა მონაწილეობას.

ტეექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის მოსწავლეთა გუნდის წევრებმა,  ანასტასია ჩალაგაშვილმა და მარიამ მიქაძემ  მიმდინარე წლის 17 სექტემბერს, ონლაინ რეჟიმში ცნობილი მეცნიერების საერთაშორისო ჟიურის, რომელსაც უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიიდან დოქტორი ატილა ბორიჩი ხელმძღვანელობდა წარუდგინეს  პროექტი,  "ქსოვლის მოდიფიცირება კარბონის ნანონაწილაკების შემცვლელი ელქქტოგამტარი კომპაუნდით  ვირუსპროტექტორული თვისებების მისაღებად" , რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის ბაზაზე, პროფესორ თემურ ჩიჩუას ხელმძღვანელობით მომზადდა. პროექტი ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად,  სამედიცინო სამოსის ახალი, უფრო უსაფრთხო, ქსოვილის შექმნას შეეხებოდა.

ფიზიკის დეპარტამენტის გუნდის ერთ-ერთი წევრი, ანასტასია ჩალაგაშვილი სტუ-თი მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გაიგო რომ უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის ინიციატივით, აბიტურინეტებისთვის  STEM  საგნებში მოსამზადებელი, უსასყიდლო ონლაინ კურსები შეიქმნა და ამ კურსების გავლა გადაწყვიტა. რექტორის თქმით, ეს კურსები STEM  საგნების პოპულარიზაციისთვის და მოტივირებული სტუდენტებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის მიზნით შეიქმნა, რამაც ანასტასიას მაგალითზე უპირობოდ გაამართლა.

 „ ფიზიკა ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ რომ რომ არა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ონლაინ კურსი, ის ჩემთვის გატაცებად დარჩებოდა. ამ კურსების გავლის პერიოდში, გავიცანი არაჩვეულებრივი ადამიანი აბესალომ ესაკია, რომელმაც შემატყობინა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბატონ თემურ ჩიჩუას  ლაბორატორიის შესახებ , სადაც ჩემთვის ძალიან საინტერესო პროგრამა შემომთავაზეს და ჩავები ამ პროცესში.“- განაცხადა ფიზიკის დეპარტამენტის გუნდის წევრმა ანასტასია ჩალაგაშვილმა.

კურსების დასრულების შემდგომ, მან მარიამ მიქაძესთან ერთად ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, საკონკურსო პროექტი შექმნა. გოგონების დაკვირვებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების შესრულება - პირბადის ტარება და ხელების ხშირი ბანა, არ იყო საკმარისი ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, რადგან  ვირუსს ნებისმიერი სხვა გზით შეეძლო ჩვენს ორგანიზმში შემოჭრა. ვინაიდან, ყველაზე დიდ რისკ ჯგუფს სამედიცინო პერსონალი წარგოადგენს, გოგონების გამოგონება, სწორედ მათი უსაფრთხოების გაძლიერებას ეხება. 

ვირუსისაგან დამცავი სამედიცინო სამოსი ამჟამად  პოლიპროპილენის ბოჭკოვანი ქსოვილისგან მზადდება  და მის ზედაპირზე ვირუსს 8 საათის მანძილზე შეუძლია გაჩერება. ანასტასიამ და მარიამმა,ისეთი სამედიცინო სპეცსამოსის ქსოვილის შექმნა გამოიგონეს, რომელიც დამუშავებული იქნება ნანონაწილაკების შემცველი ანტისტატიკური ნივთიერებით და ვირუსი მასზე მოხვედრისთანავე მოკვდება.

ახალგაზრდა მეცინიერების ამ პროექტმა შემფასებლებისგან დიდი მოწონება დაიმსახურა და ფინალში მოხვდა, მაგრამ  ვერ შეძლო საპრიზო ადგილების მოპოვება.  თუმცა მიუხედავად ამისა,  EUCYS-მა დაპატენტების შემდგომ, მათი გამოგონების წარმოებაში  ჩაშვება გადაწყვიტა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე ამაყობს ფიზიკის დეპარტამენტის გუნდის წარმატებით: „გახარებული ვარ ამ ორი არაჩვეულებრივი ახალგაზრდის მიღწევითა და ჩვენი უნივერსიტეტის შესაძლებლობებით, რომელიც მათ შესანიშნავად გამოიყენეს. წარმატებას ვუსურვებ და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრჯერ გვასახელებენ.“.

კონკურსის ფარგლებში გოგონებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა მსოფლიოში აღიარებულ მეცნიერებთან ესაუბრათ იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელთა წინაშეც დღეს ახალგაზრდა მეცნიერები დგანან.   ამასთან, სტუ-ს ფიზიკის დეპარტამენტის გუნდის წევრებმა უკვე მიიღეს მოწვევები  ფრაიბურგის, მიუნხენისა და ტიუბინგენის უნივერსიტეტებიდან, სადაც შეუძლიათ კიდევ უფრო გაიღრმავონ მიღებული ცოდნა.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11