მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის - „მედია, კომუნიკაცია და ევროპული მშენებლობა… საქართველოსთან ერთად“

სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის - „მედია, კომუნიკაცია და ევროპული მშენებლობა… საქართველოსთან ერთად“

21-09-2021



საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა საფრანგეთის, ქალაქ რეიმსის ევროპული და საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით გამოსცა სახელმძღვანელო „მედია, კომუნიკაცია და ევროპული მშენებლობა… საქართველოსთან ერთად“.

ავტორები: დომინიკ ვოლტონი, ჟილ რუე, ტიერი კომ, დიანა ჭანკოტაძე, თემურ ჯაგოდნიშვილი, დავით გოცირიძე, ია მახარაძე.

სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სოციალურ-პოლიტიკური და ჰუმანიტარული მიმართულებების სტუდენტებისთვის. მოიცავს ფრანგულ-ქართული მედიისა და კომუნიკაციების კვლევების ტრადიციულ და მოდერნიზებულ მიდგომებს. ფრანგი და ქართველი ავტორების მიერ წარმოდგენილ ნაშრომებს.

ფრანგი ავტორების ნაშრომები თარგმნილია საქართველოში საფრანგეთის, ქალაქ რეიმსის ევროპული და საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტის მხარდაჭერით.

სახელმძღვანელო იხ. ბმულზე


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11