ძვირფასო სტუდენტებო,
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, ნიდერლანდების საელჩოსთან, არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-თან და ასოციაცია „ტყის პროდუქტთან“ ერთად, სოფლად მეწარმეობის განვითარების პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს - საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის.
პროექტის ფარგლებში თქვენ შესაძლებლობა გექნებათ:
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, უნდა შეასვსოთ აპლიკაცია მითითებულ ბმულზე : https://docs.google.com/forms/d/1pmjHxh2yLdKa2qC3KCofEV360AGTlQUTF7qdflm20s/viewform?ts=614063bd&edit_requested=true და გაგზავნოთ არა უგვიანეს 2021 წლის 10 ოქტომბრისა.
საუკეთესო 10 აპლიკაციის ავტორი მონაწილეობას მიიღებს მწვანე ეკონომიკის სკოლის ტრენინგებისა და ვორკშოპების ციკლში, რომელიც გაიმართება კახეთში, სასტუმრო „კაჭრეთის ამბასადორში“.
გადამზადებული სტუდენტები, პარტნიორებთან და ბენეფიციარებთან კონსულტაციების შედეგად, შეიმუშავებენ და 2021 წლის 1 დეკემბრამდე საკონკურსოდ წარადგენენ ტყის არამერქნული პროდუქტებით კომერციული სარგებლობის კოცეფციებს ბიზნეს-გეგმებისათვის.
3 საუკეთესო კონცეფციის ავტორი კი, დაჯილდოვდება მწვანე ეკონომიკის სკოლის პრემიებითა და პრიზებით.