მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სასპეციალიზაციო მისაღები გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით, საგამოცდო ცენტრს ეწვია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სასპეციალიზაციო მისაღები გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით, საგამოცდო ცენტრს ეწვია

15-09-2021



დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სასპეციალიზაციო მისაღები გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის  I კორპუსში განთავსებულ საგამოცდო ცენტრს ეწვია  და  გამოცდების მიმდინარეობის პროცესი შეაფასა.  

ქვეყანში არსებული მძიმე პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, უნივერსიტეტისათვის უმნიშვნელოვანესი იყო საგამოცდო პროცესი რეგულაციების სრული დაცვით ჩატარებულიყო, რასაც მისი თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ თავი სრულყოფილად გაართვა.  გამოცდის მიმდინარეობის პროცესში ყველა აპლიკანტსა და დამკვირვებელს ეკეთა პირბადე,  საგამოცდო მაგიდებს შორის დაცული იყო დისტანცია და პროცესში მონაწილე ყველა პირს ჰქონდა შესაძლებლობა ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით დაემუშავებინა ხელები.  საგამოცდო პროცესის დადებითად შეფასების შემდგომ, რექტორმა აპლიკანტებს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ 2021-2022 წელს სტუ საუკეთესო კონტინგენტს მიიღებს.  

I კორპუსში ვიზიტისას, პროფესორი დავით გურგენიძე ასევე გაეცნო სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანების საჭიროებებსა და 2021-2022 სასწავლო წლის გეგმებს.  მან  დეტალურად განიხილა ყველა ის საკითხი, რაც მნიშვნელოვანია მიმდინარე საგანმანათლებლო წლის სრულყოფილად ჩასატარებლად. იმისათვის, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მომავალმა სტუდენტებმა მიიღონ თანამედროვე, პრაქტიკაზე და კვლევაზე დაფუძნებული ცოდნა.

რექტორმა სამშენებლო ფაკულტეტის დეკანთან, ზურაბ გვიშიანთან ერთად  უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა და შენობაში არსებული, სამშენებლო მასალების ლაბორატორია მოინახულა, რომელიც ახლახან განახლდა და ინოვაციური სამშენებლო მასალებით მომარაგდა. აღნიშნულ ლაბორატორიაში სტუდენტებს  შესაძლებლობა აქვთ მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და ჩაატარონ კვლევები, იმ თანამედროვე სამშენებლო მასალებზე, რომლებიც დღეს  ბაზარზე გამოიყენება.  ბატონმა დავით გურგენიძემ საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული მსგავსი  ლაბორატორიები, სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, განახორციელონ სამეცნიერო-კვლევითი  სამუშაოები.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11