მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსება

სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსება

13-09-2021



თბილისის მერია ახორციელებს სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამას, რომლის მიზანიც სოციალურად დაუცველი წარმატებული სტუდენტების უმაღლესო განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და მათი მოტივაციის ამაღლებაა.

პროგრამის ფარგლებში ფინანსდება საქართველოს მოქალაქე, თბილისში რეგისტრირებული სტუდენტი, რომელიც ჩაირიცხა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამაზე, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე, არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი და რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 150 000-ზე და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერში ოჯახის საცხოვრებელი ადგილის მისამართად მითითებულია ქალაქი თბილისი.

2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება 2021 წლის 10 სექტემბერს დაიწყო და 30 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება (მისამართზე: შარტავას ქუჩა N7).

განაცხადის გასაკეთებლად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია: 

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; 

გ) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ, წლიური გადასახადის მითითებით; 

დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებს (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა); 

ე) სამოტივაციო წერილი (არ უნდა აღემატებოდეს 150 სიტყვას); 

ვ) რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა); 

ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები/ანგარიშფაქტურა.

სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე სწავლის დაფინანსების გაცემა ხდება სემესტრულად, წელიწადში ორჯერ, მათი აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით. დაფინანსება შეადგენს სემესტრული სწავლის გადასახადის 50% , 70% ან 100% -ს (სასწავლო გრანტის  2250  ლარის ფარგლებში).

აკადემიური მოსწრება

დაფინასების ოდენობა

51 – 70 ქულა

50%

71 – 90 ქულა

70 %

91 -100 ქულა

100 %

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11