მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ენერგეტიკოსთა დღე

ენერგეტიკოსთა დღე

10-09-2021



დღეს, 10 სექტემბერს ენერგეტიკოსთა პროფესიული დღე აღინიშნება. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ულოცავს ყველა ენერგეტიკოსს, განსაკუთრებით კი, ჩვენი ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორებს, რომლებიც ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ბაკალავრის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის  კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებს ამზადებენ.

ენერგეტიკა არის ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგი, რომელზეც ჩვენი ქვეყნის მომავალი და ეკონომიკური განვითარება არის დამოკიდებული. სწორედ ამიტომ , საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის მიზანი,   სფეროსათვის ისეთი მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაა, რომლებიც  დარგის განვითარების ხელშეწყობასა და ინოვაციური პროექტების განხორციელებას შეძლებენ.

ენერგეტიკის ფაკულტეტის  საგანმანათლებლო პროგრამები დაფუძნებულია   ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის  პრობლემების  ფუნდამენტურ კვლევებსა და სფეროს უახლოეს მიღწევებზე. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს ამბიცია იმისა, რომ შრომის თავისუფალ ბაზარზე ენერგეტიკის ფაკულტეტის სამივე საფეხურის პროგრამის კურსდამთავრებულები იქნებიან  კონკურენტუნარიანები და შეძლებენ  დიდი წვლილის შეტანას სფეროს განვითარებაში.

ენერგეტიკის ფაკულტეტის მიზანია:

·         თანამედროვე საბაზრო მოთხოვნების შესაბამისი, ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის სფეროს ღრმა და სისტემური ცოდნის, პრაქტიკული უნარების და პროფესიული ღირებულებების მქონე სპეციალისტის მომზადება ენერგიის გარდაქმნის, გენერაციის, გადაცემის, განაწილების, ელექტრომოხმარების და ციფრული მართვის ტექნოლოგიებში;

·         გამოუმუშაოს სტუდენტს ენერგეტიკული დანადგარებსა და სისტემებში მიმდინარე პროცესების კრიტიკული ანალიზის, ამ პროცესების მათემატიკური მოდელირების, დანადგართა დიაგნოსტიკის, მუშაობის საიმედოობისა და ენერგოეფექტურობის შეფასების, ენერგეტიკული პრობლემების გადაწყვეტის ახალი, ორიგინალური გზების ძიების უნარები კვლევის უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით;

განუვითაროს სტუდენტს კომპლექსურ, არაპროგნოზირებად გარემოში თბო, ჰიდრო და ელექტროენერგეტიკული დანადგარებისა და აპარატების მონტაჟის, გამართვისა და ექსპლუატაციის პროცესების ეფექტური მართვის, ასევე, ენერგოდანადგარების ფუნქციონირებისას მათი გარემოზე ზეგავლენის შეფასების უნარები სოციალური და პროფესიული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11