ევროსაბჭოს განათლების, პოლიტიკისა და პრაქტიკის კომიტეტის მიერ, პროგრამა „აკადემიური კეთილსინდისიერების ხელშეწყობის საუკეთესო პრაქტიკა“ ფარგლებში, დაწყებულია განაცხადების მიღება კონკურსზე - „აკადემიური კეთილსინდისიერების ხელშეწყობის საუკეთესო პრაქტიკა COVID 19-ის დროს.’’
პროგრამა „აკადემიური კეთილსინდისიერების ხელშეწყობის საუკეთესო პრაქტიკა“ ევროსაბჭოს ქვეყნებს შორის ინფორმაციისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების მეშვეობით, ხელს უწყობს საგანმანათლებლო სისტემებში ეთიკის, გამჭირვალეობისა და კეთილსინდისიერების საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას.
2021 წელს კონკურსის თემატიკაა, პანდემიით გამოწვეული ჯანდაცვის კრიზისის დროს აკადემიური კეთილსინდისიერების ხელშეწყობის მიზნით მიღებული გადაწყვეტილებები შემდეგ კატეგორიებში:
კონკურსში მონაწილეობის უფლება მხოლოდ, იმ ავტორიზებულ სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს აქვთ, რომლებიც ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოების განათლების სისტემას მიეკუთვნებიან.
კონკურსში მონაწილეების მსურველებმა უნდა შეავსონ შესაბამისი აპლიკაციის ფორმა (ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე) და შეიტანონ განაცხადი არა უგვიანეს 2021 წლის 20 სექტემბრისა.
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://www.coe.int/en/web/education/-/call-for-best-practices-in-promoting-academic-integrity-during-covid-19