ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ჰიდროენერგეტიკის განვითარების შესწავლით დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს 4 სამაგისტრო სტიპენდიას ქალაქ ტრონჰეიმში მდებარე, ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (NTNU) . სტიპენდია მოიცავს ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის დაფინანსებას 2022 წლიდან.
საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა ჰიდროენერგეტიკის განვითარების დარგში
ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამების სწავლება სრულად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. ჰიდროენერგეტიკის განვითარების პროგრამის ხანგრძლივობა ორ აკადემიურ წელს (4 სემესტრი) შეადგენს და 120 ECTS კრედიტს მოიცავს.
სწავლების დასრულების შემდგომ, მოცემულ დარგებში, კურსდამთავრებულები კერძო და საჯარო სექტორს პროფესიულ ცოდნასა და უნარებს სთავაზობენ: სამოქალაქო და სატრანსპორტო სექტორის ინჟინერია; სტრუქტურული ინჟინერია; წყლისა და ნარჩენი წყლების ინჟინერია; ჰიდრავლიკური ინჟინერია.
პროგრამის კომპონენტები
სწავლების პირველი წელი მოიცავს დარგის საფუძვლების შემსწავლელ რამდენიმე კურსსა და ფინალურ ჯგუფურ პროექტს, სადაც სტუდენტებმა ტექნიკური განხოციელებადობისა და ეკონომიკური მიზანშეწონილობის ანალიზის საფუძველზე, ნორვეგიული მდინარეების სისტემის განვითარების ალტერნატიული გზები უნდა შეიმუშაონ. აღნიშნული პროექტის განხორციელებისას, ისინი კურსებიდან მიღებული ცოდნის რეალიზებას მოახდენენ. ისწავლიან, როგორ მიაღწიონ წარმატებას ტექნიკის, გარემოსა და ეკონომიკის სინთეზის საშუალებით.
მეორე დამამთავრებელი წლის საშემოდგომო სემესტრში პროგრამის მონაწილეები ძირითად კურსებს გადიან, საგაზაფხულო სემესტრი კი, სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობას ეთმობა.
მიღებული ცოდნის შედეგები:
სამუშაო პერსპექტივები ჰიდროენერგეტიკის განვითარების მაგისტრის ხარისხის მოპოვების შემდგომ
ჰიდროენერგეტიკაში მაგისტრის ხარისხის მოპოვება უზრუნველყოფს საინტერესო პერსპექტივას საქართველოში ინჟინრის კარიერის განსავითარებლად:
სტიპენდიები
სტიპენდიები დაფარავს:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
ჰიდროენერგეტიკის განვითარების სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია:
ინგლისური ენის ცოდნა
სტუდენტები, რომლებიც NTNU–ს საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაზე განაცხადს შეავსებენ, ინგლისური ენის ცოდნასთან დაკავშირებით ქვემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნებიდან, მინიმუმ ერთს მაინც უნდა აკმაყოფილებდნენ.
ინგლისურენოვანი ტესტები ჩაბარებული უნდა იყოს NTNU-ში განაცხადის შეტანამდე, არა უმეტეს ორი წლით ადრე.
გამონაკლისს წარმოადგენს კემბრიჯის ტესტები: CAE, First Certificate or Certificate of Proficiency, მოცემული სერტიფიკატებისთვის, ზემოხსენებული ვადა არ მოქმედებს.
განაცხადის მისაღებად, ქვემოთმოყვანილ ჩამონათვალში უნდა გქონდეთ მინიმუმ ერთი რეკვიზიტი:
განაცხადის წარდგენა
დამატებითი ინფორმაციის მიღებისა და თქვენი კვალიფიკაციის წინასწარ გადასამოწმებლად გთხოვთ, დაუკავშირდეთ რომელიმე საკონტაქტო პირს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. აპლიკაცია NTNU-ში 1 დეკემბრამდე მიიღება. ხოლო მას შემდეგ რაც უნივერსიტეტი განაცხადს დაგიმტკიცებთ, ინფორმაცია NVE–ს უნდა მიეწოდოს.
საკონტაქტო პირები: