გარდაიცვალა არქივის უფროსი სპეციალისტი, ნინო მამალაძე, რომელიც სტუ-ში ბოლო 11 წლის მანძილზე მუშაობდა.
ქალბატონ ნინოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ძალიან უყვარდა, რადგან სტუდენტური წლებიც აქ გაატარა. ეს სიყვარული განსაკუთრებით საქმისადმი მის დამოკიდებულებაში იგრძნობოდა, მთელს მის ენერგიას ის საკუთარ საქმეს ახმარდა. კარგი პროფესიონალის გარდა, ქალბატონი ნინო საოცრად მეგობრული ადამიანი იყო და ყოველთვის მზად იყო ყველას დახმარებოდა. ის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის ძალიან დიდი და მტკივნეული დანაკარგია.
ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ და გამძლეობას ვუსურვებთ ნინო მამალაძის ოჯახს, კოლეგებსა და მეგობრებს. მშვიდობით, ქალბატონო ნინო!