მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ძვირფასო სტუდენტებო

ძვირფასო სტუდენტებო

02-09-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მოქმედებს, სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა, რომელსაც ყოველი სასწავლო წლისათვის, სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.

2021 წლის 27 აგვისტოს №435 დადგენილებით, სოციალური პროგრამის ფარგლებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით, იმ სტუდენტების დაფინანსების ოდენობა და პირობები განისაზღვრა, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლობენ.

აღნიშნული მთავრობის დადგენილება ითვალისწინებს გარკვეული კატეგორიის სტუდენტების: მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მქონე სკოლის კურსდამთავრებულების; ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების; აზერბაიჯანულენოვანი/სომხურენოვანისკოლის კურსდამთავრებულების; ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის სკოლადამთავრებულების; ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა და მკვეთრად/მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანების ან მათი შვილების; ობოლი (უდედმამო); მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილით); სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი; შეზღუდული შესაძლებლობის; აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირების და სოციალურად დაუცველი (ოჯახის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70000-ზე) სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებას.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, განაცხადები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, 2021 წლის 10 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის 18:00 საათამდე პორტალზე http://socreg.mes.gov.ge რეგისტრაციით მიიღება. ელექტრონული რეგისტრაციის პორტალზე გადასვლა შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდიდან (ბანერი - სტუდენტთა დაფინანასება სოციალური პროგრამის ფარგლებში)

ამასთან დამატებით გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 აგვისტოს №435 დადგენილებით განსაზღვრული სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვებისთვის განცხადების ელექტრონული რეგისტრაციის, განხილვის წესისა და საჭირო დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ მინისტრის ბრძანება, სამინისტროს ვებგვერდზე: https://mes.gov.ge/content.php?id=4791&lang=geo მიღებისთანავე აიტვირთება.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11