საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრის“ (გმნკდგრც) საგამოცდო ლაბორატორიამ კიდევ ერთხელ წარმატებით გაიარა ყოველწლიური გეგმიური შეფასება და აკრედიტაცია სსტ-ისო/იეკ 17025:2017/2018 შესაბამისობაზე თორმეტ სფეროში. გეგმიური შეფასებისთვის ლაბორატორიის ქიმიური ოთახი გარემონტდა, აღიჭურვა კონდიციონერით და შეძენილი იქნა საერთაშორისო სტანდარტული ნიმუშები. ლაბორატორია მუდმივად ცდილობს გააფართოოს კვლევის სფეროები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ „გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრი“ სსტ ისო/იეკ 17025:2017:2018 შესაბამისი აკრედიტაციის მფლობელია 2018 წლიდან.