მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

მაგისტრანტთა საყურადღებოდ

მაგისტრანტთა საყურადღებოდ

04-09-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მოქმედებს სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების სოციალური პროგრამა, რომელსაც ყოველი სასწავლო წლისათვის, სამინისტროს წარდგინებით, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

2021 წლის 27 აგვისტოს №433 დადგენილებით, სოციალური პროგრამის ფარგლებში, 2021 და2022 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრების სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები განისაზღვრა.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით განაცხადები , მხოლოდ ონლაინ რეჟიმში, 2021 წლის 11 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის 18:00 საათამდე პორტალზე http://socreg.mes.gov.ge რეგისტრაციით მიიღება. ელექტრონული რეგისტრაციის პორტალზე გადასვლა შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდიდან (ბანერი - სტუდენტთა დაფინანასება სოციალური პროგრამის ფარგლებში).

ამასთან დამატებით გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 აგვისტოს №433 დადგენილებით განსაზღვრული სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მოპოვებისათვის განცხადების ელექტრონული რეგისტრაციის, განხილვის წესისა და საჭირო დოკუმენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ მინისტრის ბრძანება სამინისტროს ვებ-გვერდზე: https://mes.gov.ge/content.php?id=4791&lang=geo მიღებისთანავე აიტვირთება.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11