მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

პრემია და სტიპენდიები

პრემია და სტიპენდიები

11-09-2008

Dan David-ის პრემია და სტიპენდიები 2009

(თელ ავივის უნივერსიტეტი, ისრაელი)

 Dan David-ის სახელობის პრემია წარმოადგენს ერთობლივ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც თელ ავივის უნივერსიტეტში (ისრაელი) არსებული Dan David-ის ფონდის მიერ არის უზრუნველყოფილი.

აღნიშნული პრემია აფინანსებს იმ პირებსა და ინსტიტუტებს, რომელთაც გარკვეული წვლილი შეიტანეს მეცნიერებაში, ხელოვნებაში, საზოგადოებრივ სამსახურსა და ბიზნესში.

პრემიის მიღების მსურველთათვის განაცხადის წარდგენის ბოლო თარიღი:

2008 წლის 30 ნოემბერი.

აღნიშნული პრემიით დაფინანსების 10% სტიპენდიების სახით განკუთვნილია წარმატებული ახალგაზრდა მეცნიერებისათვის, დოქტორანტებისათვის. ყოველწლიურად Dan David-ის სახელობის დაფინანსება გამოყოფს 20 სტიპენდიას 15000$ ოდენობით ყოველი წარმატებული დოქტორანტისათვის, 10 –სხვადასხვა ქვეყნების უნივერსიტეტების სტუდენტებისათვის და 10- თელ-ავივის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის.

სტიპენდიების მიღების მსურველთათვის განაცხადის წარდგენის ბოლო თარიღი: 2009 წლის 31 მარტი.

Dan David-ის სახელობის პრემიასა და სტიპენდიების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

სმადარ ფიშერი (Ms. Smadar Fisher), ფონდის დირექტორი

prof. isaak p. witci (Prof. Isaac P. Witz), სამეცნიერო მრჩეველი

Dan David Prize

Eitan Berglas Bldg/119, Tel Aviv University

Ramat Aviv, Tel Aviv 69978, Israel

Tel: +972-3-6406614/5

Fax: +972-3-6406613

ddprize@post.tau.ac.il

www.dandavidprize.org


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11