მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

31 აგვისტოს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გუნდის კიდევ ერთი გამორჩეული წევრი დაკარგა

31 აგვისტოს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა გუნდის კიდევ ერთი გამორჩეული წევრი დაკარგა

02-09-2021



მძიმე ავადმყოფობის შედეგად, გარდაიცვალა ნუკრი ნაცვლიშვილი, სამშენებლო ფაკულტეტის, წყალმომარაგების, თბო-აირმომარაგებისა და შენობების საინჟინრო აღჭურვის დეპარტამენტის პროფესორ-ემერიტუსი,

ბატონი ნუკრი  საქართველოში ნომერ პირველი სპეციალისტი იყო, ის 1968 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა დიდი ქალაქების, დასახლებული ადგილების, საზოგადოებრივი თუ სამრეწველო დანიშნულების ობიექტების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაანგარიშების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის საკითხების დამუშავებაში. საკუთარი პროფესიონალიზმით დიდი წვლილი შეჰქონდა ქვეყნაში დარგის განვითარებისათვის.

საქართველოს ტექნიკურ უნივერისიტეტში მუშაობა მან 1970 წლიდან დაიყო და მას მერე უამრავი პროფესიონალი ინჟინერი აღზარდა. ბატონ ნუკრის ჰქონდა ცოდნის გაზიარების საოცარი უნარი, რის გამოც ყველა სტუდენტი აფასებდა. მას  განსაკუთრებით აფასებდნენ მისი დეპარტამენტის თანამშრომლებიც, რადგან კარგი მასწავლებლის გარდა , ბატონი ნუკრი გამორჩეული ხელმძღვანელი იყო. ეს ადამიანი დიდი დანაკარგია, როგორც ჩვენთვის, ასევე მთლიანი საგანმანათლებლო სისტემისა და ქვეყნისათვის.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ემშვიდობება ბატონ ნუკრის და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, სტუდენტებსა და დეპარტამენტის თანამშრომლებს.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11