მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

კიბერუსაფრთხოების სერთიფიცირებული კურსები უკვე ქართულ ენაზე

კიბერუსაფრთხოების სერთიფიცირებული კურსები უკვე ქართულ ენაზე

02-09-2021


 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორების მიერ, აშშ-ის მხარდაჭერით, ქართულ ენაზე ითარგმნა საერთაშორისოდ აღიარებული „ცისკოს“ სასწავლო კურსები - „კიბერუსაფრთხოების საფუძვლები“ და „შესავალი კიბერუსაფრთხოებაში“.

აღნიშნული პროგრამები უკვე განთავსებულია „ცისკოს“ აკადემიის ოფიციალურ ვებ- გვერდზე https://www.netacad.com/ და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. პროგრამაზე დარეგისტრირება და სრული სასწავლო კურსის გავლა მსურველებს, ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კი, შესაბამისი სერთიფიკატი გაიცემა.

აღსანიშნავია რომ კურსი, „კიბერუსაფრთხოების საფუძვლები“ ფართო აუდიტორიისთვის არის განკუთვნილი და ყველა სფეროს წარმომადგენლისათვის აუცილებელ ინფორმაციას შეიცავს. ინფორომაციას, რომელიც ინტერნეტის უკიდეგანო სამყაროში, გაზრდის თქვენი დაცულობისა და ინფორმირებულობის დონეს. კურსი „შესავალი კიბერუსაფრთხოებაში“ კი, ამ სფეროში თქვენი პროფესიული გავნითარების პირველი ნაბიჯად შეიძლება იქცეს.

დაინტერესებული პირები რეგისტრაციის გასავლელად უნდა ეწვიოთ აკადემიის ვებ-გვერდს https://www.netacad.com/courses/cybersecurity/introduction-cybersecurity და აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ენა. დღეიდან უკვე ქართული ენის არჩევაც არის შესაძლებელი. ჩვენ იმედს გამოვთქვავთ, რომ აღნიშნული რესურსები ხელს შეუწყობს საქართველოში კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლებას.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11