მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

დოქტორანტურაში სწავლის მსურველთა საყურადღებოდ - 2021/2022 სასწავლო წელი

დოქტორანტურაში სწავლის მსურველთა საყურადღებოდ - 2021/2022 სასწავლო წელი

01-09-2021



„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (შემდგომში სტუ) დოქტორანტურის დებულებისა და სტუ-ის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის N01-05-04/119 დადგენილების საფუძველზე, სტუ-ის რექტორის ბრძანების თანახმად:

  1. სტუ-ის სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონულ პლატფორმაზე - register.gtu.ge ან შესაბამის ფაკულტეტზე 2021 წლის 20 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით (იხ. დანართი 1);
  2. ელექტრონულ პლატფორმაზე აპლიკანტის მიერ ატვირთული საბუთების პირველადი შემოწმება რექტორის ბრძანებით დაევალა შესაბამისი ფაკულტეტის პასუხისმგებელ პირებს (იხ. დანართი 2);
  3. სადოქტორო პროგრამაზე დაშვების წინაპირობის შესაბამისად (დანართი 3) გამოცდა უცხო ენაში ჩატარდება 2021 წლის 25 სექტემბრის 10 საათიდან, სტუ-ის საგამოცდო და ელექტრონული სასწავლო რესურსების ცენტრში. 
  4. საპრეტენზიო განცხადებების მიღება მოხდება 25 სექტემბრის 10 საათიდან 27 სექტემბრის 14 საათამდე. 
  5. საბოლოო შედეგები  აპელაციის გათვალისწინებით გამოცხადდება 27 სექტემბერს;
  6. სადოქტორო პროგრამაზე დაშვების წინაპირობის (დანართი 3) შესაბამისად გასაუბრება უცხო ენაში ჩატარდება 2021 წლის 25 სექტემბრის 10 საათიდან სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში, კოსტავას ქ.N77, (ცენტრალურ ბიბლიოთეკაში). 
  7. შედეგები გამოქვეყნდება 27 სექტემბერს;
  8. გასაუბრება საფაკულტეტო დროებით კომისიებთან ჩატარდება 2021 წლის 28 სექტემბერს 10 საათიდან. 
  9. ასაუბრების შედეგები გამოცხადდება 29 სექტემბერს 10 საათზე. 
  10. საპრეტენზიო განცხადებების მიღება მოხდება 2021 წლის 29 სექტემბრიდან 30 სექტემბრის 14 საათამდე; 
  11. საბოლოო შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოცხადდება 1 ოქტომბერს;
  12. სადოქტორო პროგრამებზე ჩასარიცხ დოქტორანთა სია გამოქვეყნდება 1 ოქტომბერს;
  13. დოქტორანტურაში ჩარიცხვის ბრძანების გამოქვეყნებიდან ერთი კვირის ვადაში დოქტორანტმა სტუ-სთან უნდა გააფორმოს სასწავლო და საფინანსო ხელშეკრულებები;

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარსადგენი საბუთების ნუსხა

საკონტაქტო პირები ფაკულტეტების მიხედვით 

2021/2022 სასწავლო წლისათვის სტუ-ის  სადოქტორო  პროგრამებზე დაშვების წინაპირობები  წელი იყო შეცდომით 

სტუ-ის სადოქტორო პროგრამების შესაბამისი ვაკანსიები 2021-2022 სასწავლო წლისათვის 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ბრძანება სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის შესახებ 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11