ბატონი ოთარი 67 წლის ასაკში კორონავირუსმა იმსხვერპლა. ის 2010 წლიდან იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, 40-მდე სამეცნიერო სტატიის, 2 მონოგრაფისა და ერთი სახელმძღვანელოს ავტორი.
ოთარ დავითაშვილს ჰქონდა განსაკუთრებული პედაგოგიური უნარები და ურთიერთობა მის სტუდენტებთან. უნარი რომ მათთვის გაეზიარებინა ის დიდი ცოდნა, რაც სიცოცხლის ამ მოკლე პერიოდში დააგროვა. ის მისი პროფესიონალიზმით დიდი დანაკარგია, როგორც ჩვენი უნივერსიტეტის, ისე მთლიანი საგანმანათლებლო სისტემისათვის.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თანაგრძნობას უცხადებს ბატონი ოთარის ოჯახს, კოლეგებსა და სტუდენტებს. მშვიდობით, ბატონო ოთარ!