მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

27 აგვისტოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კოლექტივმა და სტუდენტებმა დავკარგეთ ჩვენთვის უსაყვარლესი ორი ადამიანი

27 აგვისტოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კოლექტივმა და სტუდენტებმა დავკარგეთ ჩვენთვის უსაყვარლესი ორი ადამიანი

30-08-2021



არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, თეიმურაზ კლდიაშვილი და მისი მეუღლე, უფროსი მასწავლებელი ლეილა მეგრელიშვილი ავტოავარიას ესმსხვერპლნენ.

ბატონი თეიმურაზი და ქალბატონი ლეილა 80-იანი წლებიდან წარმატებულად ეწეოდნენ საპროექტო შემოქმედებით მუშაობას, იყვნენ საკუთარი საქმის პროფესიონალები და ამით ემსახურებოდნენ საკუთარ ქვეყანას.

საქართველოს ტერიტორიაზე უამრავი საცხოვრებელი და საზოგადოებრივი პროექტია, რომლის არქიტექტურაც თეიმურაზ კლდიაშვილს ეკუთვნის. მათ შორის ყველაზე ცნობილი ქალაქ ფოთში მდებარე საცხოვრებელი კვარტალი „პალიასტომი“ და სოფელ ნოქალაქევის ბალნეოლოგიური სანატორიუმია.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პედაგოგიური მოღვაწეობა ბატონმა თეიმურაზმა 1976 წლიდან დაიწყო და იქიდან მოყოლებული, არაერთი პროფესიონალი არქიტექტორი აღზარდა. იყო ყველა სტუდენტისათვის საყვარელი პედაგოგი, უმაღლესი დონის პროფესიონალი და ჩვენი უნივერსიტეტის შეუცვლელი კადრი.

ქალბატონი ლეილა კი ჩვენს კოლექტივს მოგვიანებით , 2000 წელს შემოუერთდა. ის სტუდენტებს „არქიტექტურული დაგეგმარების საწყისების“ კურსს უკითხავდა. იყო გამორჩეული პედაგოგი, მაკეტირების პროფესიონალი და მხატვარი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დიდი გულისტკივილით ემშვიდობება ამ ორ ღირსეულ ადამიანს და უხდის დიდ მადლობას, საგანმანათლებლო სისტემაში შეტანილი მათი ღვაწლისთვის.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11