მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ინფორმაცია საჯარო სამსახურის სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის

ინფორმაცია საჯარო სამსახურის სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის

27-08-2021

საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის მე-15 ნაკადს.

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია სტუ- ბაკალავრიატის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი კურსის (ბოლო ორი სემესტრი), მაგისტრატურის ან დოქტორანტურის სტუდენტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0), ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ „B (81-90%) ძალიან კარგი“).

აგრეთვე, მონაწილეობა შეუძლია იმ პირს, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა ზემოხსენებული აკადემიური მოსწრებით და საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი.

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველ პირს,  გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, სტუდენტის სასწავლო ბარათი დამოწმებული ბეჭდით და ხელმოწერით.

მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 25 სექტემბრამდე.

მის.: კოსტავას 77, სტუ-ი ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი №266,   სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი, სტუდენტური სერვისების განყოფილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე  (+995 32)  2 77 11 11 და აკრიფეთ შიდა ნომერი ტონალურ რეჟმში 7030.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: https://stajireba.gov.ge/ka/News/itskeba_stazhirebis_sakhelmtsifo_programis_2021_tslis_shemodgomis_nakadi


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11