მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

შოთა ნემსაძის ხსოვნა

შოთა ნემსაძის ხსოვნა

24-08-2021  

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, ადმინისტრაცია, სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტი სამძიმარს უცხადებს ოჯახს და კოლეგებს პროფესორ შოთა ნემსაძის გარდაცვალების გამო.

შოთა ნემსაძე -  პროფესორი, საინჟინრო მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენელი, ახალგაზრდობის მომავალი თაობის ღირსეული აღმზრედელი და საზოგადო მოღვაწე, სამეცნიერო პედაგოგიური საქმიანობის 58 წლისთავზე აქტიური მოღვაწე, დიაგნოსტიკის მიმართულების ხელმძღვნელი, ტექნიკურ მეცნიერებატა დოქტორი.

მის მიერ გავლილი ცხოვრების გზა, მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტი, ახალგაზრდობის აღრზდისათვის გაწეული ღვაწლი და საყოველთაო საზოგადოებრივი აღიარება, ქვეყნისა და ხალხისათვის სამსახურის შესანიშნავი ნიმუშია. მან 1955 წელს წარჩინებით დაამთავრა ხაშურის N12 საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე, რომელიც 1960 წელს დაასრულა „სამრეწველო საწარმოთა ელმოწყობილობის“ სპეციალობით. წლების მანძილზე  ნაყოფიერად მუშაობდა ჯერ ცხინვალის ელექტროვიბრაციული მანქანების ქარხანაში. ხოლო შემდგომ კი თბილისის ელექტროტექნიკის სამეცნიერო  კვლევით ინსტიტუტში.

  1966 წელს ჩაირიცხა მოსკოვის სამთო ინსტიტუტის ასპირანტურაში და დაასრულა 1969 წელს ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხით. 1970 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჯერ დოცენტის, ხოლო 2003 წლიდან, როდესაც მან წარმატებით დაიცვა დისერტაცია ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, დაიკავა კატედრის გამგისა და პროფესორის თანამდებობა. 1984-1987 წლებში მუშაობდა ზამბიის უნივერსიტეტის პროფესორად.

 შოთა ნემსაძის მიერ ჩატარებული კვლევები განსაკუთრებული სიღრმითა და ორიგინალობით გამოირჩევა, რაც 120-მდე სამეცნიერო ნაშრომში, 30 გამოგონებასა და პატენტში, მრავალ სახელმძღვანელოებში და მეთოდურ მითითებებშია ასახული. იგი 2000 წლს არჩეული იყო საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილ წევრად და 2007 წელს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპოდენტად, აღსანიშნავია მისი ღვაწლი ქართული ენციკლოპედიის ტექნიკური რედაქტორის მოვალეობის შესრულების საქმეში.

  მშვიდობით სახელოვანო მამულიშვილო!



სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11