მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სრულიად საქართველოს კონსტიტუციის დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სრულიად საქართველოს კონსტიტუციის დღეს ულოცავს

24-08-2021


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სრულიად საქართველოს გილოცავთ სახელმწიფოს უზენაესი კანონის - კონსტიტუციის დღეს!

კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, საჩუქრად თავისივე ინიციატივით, ქართულ-აფხაზურ ენაზე გამოცემული კონსტიტუცია გადასცა.

ცნობისათვის, 1995 წლის 24 აგვისტოს, 17:50 საათზე, საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტმა „იმელის“ შენობაში 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ საქართველოს კონსტიტუცია მიიღო. საქართველოს სახელმწიფოს უზენაესი კანონი ძალაში შევიდა 1995 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს ახლადარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან.

საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორია მე-20 საუკუნიდან იღებს სათავეს,  როდესაც 1918 წლია 26 მაისს საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და კონსტიტუციის შემუშავება დაიწყო. პირველმა კონსტიტუციამ, რომელიც 1921 წლის 21 თებერვალს იქნა მიღებული, რუსეთის ანექსიის გამო, მხოლოდ ოთხი დღე იმოქმედა. 1921 წელს აღდგენილ საქართველოს კონსტიტუციასაც ასეთივე ბედი ერგო.

მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და  ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში  ჩატარებული რეფერენდუმითა  და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით. 

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11