20-08-2021
2021 წლის 8 სექტემბერს, გამართება Erasmus+ PRINTeL პროექტის მასტერკლასები „პედაგოგები ციფრულ ვირტუალურ სივრცეში“ ("Teachers in Digitalized Virtual Space").
უნივერსიტეტის პედაგოგებისათვის განკუთვნილი მასტერკლასები მონაწილეებს საშუალებას მისცემს, მიიღონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები ინოვაციურ პოედაგოგიკაში და გაეცნონ უახლოეს ტექნიკებს თანამედროვე ციფრული სწავლების მეთოდებსა და მიდგომებში.
ინტერაქტიული აუდიტორიის ჩართულობითა და შესაბამისი საკლასო მეცადინეობებით, მასტერკლასები ფოკუსირებული იქნება სხვადასხვა ონლაინ/ციფრული სწავლებისა და სწავლის (T&L) მეთოდებისა და საშუალებების გამოყენებაზე.
მასტერკლასები ონლაინ რეჟიმში ჩატარდება, 8 სექტემბერს, 9:00 საათიდან 17:00 სათამდე (ბრიუსელის დროით).
PRINTeL პროექტის მაღალკვალიფიცირებული ტრენერები ჩაატარებენ 12 მასტერკლასს 6 სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. თითოეული მასტერკლასის ხანგრძლივობა 1 საათია.
ღონისძიების
სამუშაო ენა ინგლისურია.
დაინტერესებული პედაგოგებისთვის ღონისძიებაზე რეგისტრაცია უფასოა. მსურველებს ონლაინ დარეგისტრირება შეუძლიათ 23 აგვისტოდან 7 სექტემბრამდე, ნებისმიერ დროს. აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, ჯგუფში 15-20 მონაწილის ოდენობით. შესაბამისად,
მსურველს შეუძლია მაქსიმუმ 2 მასტერკლასზე დარეგისტრირება.
მასტერკლასების პროგრამა, სილაბუსები და შესაბამისი სარეგისტრაციო ბმულები იხილეთ ღონისძიების
განრიგში.
მასტერკლასებში მონაწილეობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ
PRINTeL პროექტის ვებგვერდი და
მოსაწვევი.
PRINTeL პროექტთან (პროექტი PRINTeL - „ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლისა და სწავლების მხარდაჭერა სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის გააქტიურებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“) დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ
PRINTeL პროექტის ოფიციალური ვებგვერდი და
სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ვებგვერდი.
სიახლეებში დაბრუნება