მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ონლაინ შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ონლაინ შეხვედრა გაიმართა

18-08-2021

შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, კორონავირუსის პირობებში ახალი სასწავლო წლისთვის მოსამზადებელი ეტაპის გაცნობის, ასევე, ვაქცინაციაზე მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით,  საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) წარმომადგენელმა ანა კასრაძემ ონლაინ შეხვედრა გამართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ, აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ახალ სასწავლო წელს შექმნილი ვითარების შესაბამისად, ყველა მოთხოვნის გათვალისწინებითა და დაცვით დაიწყებს. უნივერსიტეტი მხარს უჭერს COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს და სისტემატურად აწვდის შესაბამის ინფორმაციას როგორც პროფესორ-მასწავლებლებს, ასევე სტუდენტებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართული ვაქცინაციაში.  

#ვაქცინაგვიცავს


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11