მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის FabLab-ის ინოვაციური პროექტები საქართველო-პოლონეთის ერთობლივ ღონისძიებაზე იქნა წარდგენილი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის FabLab-ის ინოვაციური პროექტები საქართველო-პოლონეთის ერთობლივ ღონისძიებაზე იქნა წარდგენილი

03-08-2021



საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის FabLab-ის ექვსი ინოვაციური პროექტი ღონისძიებაზე - „საქმიანი შეხვედრა პოლონური და ქართული კომპანიების მონაწილეობით“,  იქნა წარდგენილი.

ღონისძიებას, რომელიც თბილისის საგარეო ვაჭრობის ოფისისა და ზემო სილეზიის ფონდის ორგანიზებით გაიმართა, ესწრებოდნენ ორი ქვეყნის -  საქართველოს და პოლონეთის დელეგაციები, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, პოლონეთის რესპუბლიკის ზემო სილეზიის სავოევოდოს მარშალი იაკუბ ხევსტოვსკი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის FabLab-ის ექვსი ინოვაციური პროექტი: ახალი თაობის სარკინიგზო სალიანდაგო გადამყვანები; მართვადი გამჭვირვალობის მინები; წყლისა და გაზის საავარიო ჩამკეტი ონკანები; ორკონტურიანი პორტატული სასუნთქი აპარატები; დაკარგული ნივთების საძიებო აპლიკაცია; ახალი კონცეფციის მრავალფუნქციური და მრავალჯერადი სასუნთქი გზების და თვალების დამცავი პირბადეები - დამსწრე საზოგადოებას სტუ-ის ფაბრიკაციის ლაბორატორიის სამეცნიერო ხელმძღვანელმა თემურ მაისურაძემ წარუდგინა.

ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენდა პოლონეთსა და საქართველოს შორის ბიზნეს და ინოვაციური ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობა.

 

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11