მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ში ლექცია-სემინარების კურსი „ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია" დამთავრდა

სტუ-ში ლექცია-სემინარების კურსი „ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია" დამთავრდა

03-08-2021

საქართველოს   ტექნიკური   უნივერსიტეტის   საინჟინრო   ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა   და   სოციალურ   მეცნიერებათა   ფაკულტეტზე ლექცია-სემინარების კურსი „ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია“   დამთავრდა.

ლექციებს   აღნიშნული   პროექტის   კოორდინატორი,   უნივერსიტეტის   ასოცირებული პროფესორი ემზარ ფაჟავა კითხულობდა.

მიმდინარე სასწავლო წელს პროექტის მიზნობრივი ჯგუფები იყო: უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის მეოთხე კურსის სტუდენტები. სულ ლექცია-სემინარებში მონაწილეობდა 7 ჯგუფი -154 სტუდენტი. თითოეული ჯგუფისთვის ჩატარდება 15 ლექცია და 15 სემინარი.

პროექტის ფარგლებში სტუდენთებისთვის მომზადებულია სალექციო კურსი „ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია.“

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ასევე ფუნქციონირებს ვებგვერდი ქართულ და ინგლისურ ენებზე,   სადაც   პროექტის   მიმდინარეობის   შესახებ   ხდება   მასალების   განთავსება.

პანდემიის გამო მიმდინარე 2021 წელსაც სალექციო კურსები მიმდინარეობდა დისტანციური სწავლებით. რომელსაც უნივერსიტეტი   უზრუნველყოფს   სპეციალური ელექტრონული პლატფორმებით.

ლექციები   “ევროკავშირის   Erasmus+   Jean   Monnet Module    პროგრამისა და    საქართველოს   ტექნიკური   უნივერსიტეტის მხარდაჭერით   ხორციელდება.

პროექტი 2019 წელს დაიწყო და დასრულდება 2022 წელს.


 

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11