მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

უნივერსიტეტის სტრუქტურული რეორგანიზაციისა და კონკურსის გამოცხადების შესახებ

უნივერსიტეტის სტრუქტურული რეორგანიზაციისა და კონკურსის გამოცხადების შესახებ

06-07-2021

საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის   47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა)“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ეკონომიკური გარემოებების, ტექნოლოგიური და ორგანიზაციული ცვლილებების გათვალისწინებით, განხორციელდეს უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაცია და უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობისა და საუკეთესო მონაცემების მქონე კანდიდატის შერჩევის მიზნით, გამოცხადდეს შიდა კონკურსი.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს უნივერსიტეტის პერსონალს, აგრეთვე უნივერსიტეტის სტუდენტს - ლაბორანტის პოზიციაზე, რომელიც აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

კონკურსში მონაწილე მსურველ პირთა განაცხადები მიიღება 2021 წლის 06 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით, შესაბამის საკონკურსო კომისიაში უნივერსიტეტის კანცელარიის მეშვეობით. კონკურსანტები ვალდებულნი არიან გასაუბრების ეტაპის დაწყებამდე უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში წარმოადგინონ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად - კომპიუტერთან მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევების შემოწმება (I ეტაპი) და გასაუბრება (II ეტაპი).

კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება 2021 წლის 15 ივლისს, უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, შედეგები გამოქვეყნდება 2021 წლის 16 ივლისიდან 19 ივლისის ჩათვლით.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადები მიიღება 2021 წლის 21 ივლისის ჩათვლით, საპრეტენზიო კომისიაში უნივერსიტეტის კანცელარიის მეშვეობით.

კონკურსის მეორე ეტაპი – გასაუბრება ჩატარდება 2021 წლის 19-29 ივლისს, შედეგები გამოქვეყნდება არა უგვიანეს 2021 წლის 30 ივლისისა.

პრეტენზიების თაობაზე განაცხადები მიიღება 2021 წლის 02 აგვისტოს ჩათვლით, საპრეტენზიო კომისიაში უნივერსიტეტის კანცელარიის მეშვეობით.

კონკურსის საბოლოო შედეგების წარმოდგენის ვადაა 2021 წლის 06 აგვისტო.

კონკურსში გამარჯვებულ პირებთან შრომითი ურთიერთობის დაწყების ვადაა  2021 წლის 09 აგვისტო.

პანდემიასთან დაკავშირებით კონკურსანტის გამოუცხადებლობა ჩაითვლება საპატიოდ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში და დამატებით, ინდივიდუალურად მოხდება კონკურსანტის დაშვება კონკურსის ეტაპებზე, არა უგვიანეს კონკურსის ვადის დასრულებისა.

კონკურსანტებისათვის საკონკურსო თემატიკა, აგრეთვე, ინფორმაცია საკონკურსო ეტაპების კონკრეტული დროის და ჯგუფების თაობაზე დამატებით გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე.


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები


დამხმარე პერსონალის საკონკურსო თანამდებობების ჩამონათვალი


განცხადების ფორმა - ადმინისტრაციის დამხმარე პერსონალი


განცხადების ფორმა - ფაკულტეტების დამხმარე პერსონალი


კომპიუტერული უნარების საკონკურსო თემატიკა


ადმინისტრაციის დამხმარე პერსონალის გასაუბრების თემატიკა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები


სტუ-ს ფაკულტეტების დამხმარე პერსონალის პერსონალის მოვალეობები


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის კომპიუტერთან მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევების შემოწმების შედეგები


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11